|
2023-06-15 12:13:35, 1244 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბიტურიენტები 3-5 ივლისს ჩააბარებენ, მათემატიკას 7 ივლისს, 10-12 ივლისს მათ უცხო ენის ჩაბარება მოუწევთ, 14 ივლისს - ბიოლოგია, 17-18 ივლისს - ისტორია, 19 ივლისს - გეოგრაფია, 20 ივლისს - ქიმია, ამავე დღეს აბიტურიენტები შეძლებენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჩაბარებასაც, 21 ივლისს - სამოქალაქო განათლება, 25 ივლისს - ლიტერატურა, 26 ივლისს - ფიზიკა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობითვე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 12 ივლისს გაიმართება, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ. 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დეტალური განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - https://naec.ge/?fbclid=IwAR0F6WwF3XVte_1IoBhdjQjbS1QjHu3rJdITOOuIIcQ3XuS4j2TCeh7qK6E#/ge/post/2958
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)