|
2023-06-15 10:05:20, 875 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკით ბანკებს შორის თანხის მომენტალური გადარიცხვა 24/7-ზეა შესაძლებელი
„საქართველოს ბანკი“, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შექმნაზე მუშაობას, რათა მომხმარებლისთვის საბანკო ოპერაციების განხორციელების პროცესი კიდევ უფრო მეტად მარტივი და კომფორტული გახადოს. სწორედ ამ მიზნით, ამიერიდან „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მობილბანკით ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ბანკიდან გადმოიტანონ თანხა საკუთარ ანგარიშზე და ის ბარათზე მომენტალურად აისახება. მობილბანკის მეშვეობით სხვა ბანკიდან თანხის „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე გადმორიცხვისთვის, გადახდა/გადარიცხვების გვერდზე მომხმარებელმა უნდა აირჩიოს თანხის შეტანა, შეიყვანოს იმ ბარათის მონაცემები, რომლიდანაც აპირებს ტრანზაქციის განხორციელებას და მიუთითოს სასურველი თანხის მოცულობა. ოპერაციის დადასტურების შემდეგ, თანხა მომენტალურად აისახება მის ანგარიშზე. ამასთან, ბარათის ფავორიტებში დამატების შემთხვევაში ტრანზაქციის განხორციელება ავტომატურად, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით იქნება შესაძლებელი. ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში გადარიცხონ თანხა სხვა ბანკში „საქართველოს ბანკის“ ანგარიშიდან და ის მიმღების ბარათზე მომენტალურად აისახება. პროცესების გასამარტივებლად კი, თანხის გადარიცხვა მობილურის ნომრით არის შესაძლებელი. გადარიცხვის განსახორციელებლად რამდენიმე მარტივი ნაბიჯი არის საჭირო: მობილბანკში აირჩიეთ სხვა ბანკში გადარიცხვა, შემდეგ - გადარიცხვა მობილურის ნომრით და შესაბამის ველში მიუთითეთ მიმღების მობილური ნომერი, გადასარიცხი თანხის ოდენობა და ოპერაციის დადასტურების შემდეგ, თანხა მიმღების ბარათზე აისახება. მიმღებს კი მიუვა ტექსტური შეტყობინება თანხის მოცულობისა და გამგზავნის შესახებ. ასევე გაეგზავნება ბმული, რომლის გახსნის შემდეგაც გადამისამართდება ვებგვერდზე https://egreve.bog.ge/ სადაც დაამატებს იმ ბარათის მონაცემებს, რომელზეც თანხა უნდა დაირიცხოს. მონაცემების დადასტურების შემდეგ კი თანხა ბარათზე მომენტალურად აისახება. მიმღებს ლინკის გამოყენებით თანხის ბარათზე გადმოსატანად 24 საათი აქვს. ხოლო, ბარათის ფავორიტებში დამატების შემთხვევაში, ყოველი შემდგომი გადარიცხვისას, თანხა ავტომატურად აესახება ბარათის ანგარიშზე. „საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს, მომხმარებელს შესთავაზოს ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც მათთვის ყოველდღიურ საბანკო პროცესებს გაამარტივებს. ამისათვის, ჩვენ მომხმარებელს განახლებულ ფულადი გადარიცხვების ელექტრონულ სისტემას ვთავაზობთ, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მათ, განახორციელონ საბანკო ტრანზაქციები მომენტალურად - დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სულ რამდენიმე წუთში „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე მიიღონ თანხა ნებისმიერი ბანკიდან და ამასთან, თავად განახორციელონ მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერი სხვა ბანკის ბარათზე. შედეგად, ჩვენ ხელს ვუწყობთ მომხმარებელს, დაზოგონ დრო და მიიღონ მათზე მორგებული საბანკო სერვისები. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის ახალი, ინოვაციური და თანამედროვე სერვისების შექმნაზე მუშაობას“, - აღნიშნავს მაიკო გორგილაძე, „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)