|
2023-06-14 13:26:57, 615 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - თბილისის წარწერის აღმნიშვნელი კონსტრუქციის დიზაინის შესაქმნელად, კონკურსი გამოცხადდება
თბილისის მერიის ინიციატივით ცხადდება კონკურსი, რომელიც თბილისის წარწერის აღმნიშვნელი კონსტრუქციის დიზაინის შექმნას გულისხმობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, წარწერა განთავსდება დედაქალაქის შესასვლელსა და გასასვლელში, ასევე, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის მანიშნობელი. დაინტერესებული პირებისთვის პროექტსა და კონკურსზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდება თბილისის მერმა საკუთარ მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა. „გადავწყვიტეთ, გამოვაცხადოთ კონკურსი, რაც გულისხმობს წარწერის აღმნიშვნელი კონსტრუქციის დიზაინის შექმნას, რომელიც განთავსდება დედაქალაქის შესასვლელსა და გასასვლელში, ასევე, აეროპორტის გზაზე, აეროპორტის მანიშნობელი. გვინდა, თბილისის შემოსასვლელები ახალი, თანამედროვე კონსტრუქციებით იყოს გაკეთებული. დიზაინერებს ვთხოვთ, პროცესში ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ. ანდრია ბასილაიას მინდა ვთხოვო, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას პროექტის განხორციელებაზე. გათვალისწინებულია ჯილდოც“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, კონკურსი 15 ივნისიდან გამოცხადდება და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. შესაბამისი კომისია შეაფასებს, იმსჯელებს და აარჩევს, თუ რომელი დიაზინის პროექტი იქნება მისაღები. რა თქმა უნდა, საზოგადოეაბასაც მივცემთ ჩართულობის შესაძლებლობას. ერთად შევარჩიოთ და განვსაზღვროთ, თუ რომელი პროექტი განვახორციელოთ. კახეთის გზატკეცილზეც არ გვაქვს აეროპორტის მანიშნობელი და გვინდა, ეს პროექტიც განავახორციელოთ. მოგვაწოდეთ თქვენი იდეები. კონკურსი გამოცხადდება 15 ივნისს და დასრულდება ივლისის ბოლოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრების გადმოგზავნა შესაძლებელი იქნება ელექტრონული ფოსტით მისამართზე: Ideas@tbilisi.gov.ge
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)