|
2023-06-14 12:59:34, 1692 ნახვა
ეკონომიკა
ნოუთბუქების მრავალფეროვანი არჩევანი
თანამედროვე ადამიანისთვის ნოუთბუქი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. დროის სვლასთან ერთად რასაკვირველია, იხვეწება ტექნოლოგიები და ყოველ წელიწადს კიდევ უფრო გაძლიერებულ ლეპტოპებს წარმოადგენენ მწარმოებლები, რომელთა ფასი საკმაოდ მაღალი, შესაძლებლობები კი თითქმის უსაზღვროა. ფიზიკური მაღაზიების ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი extra.ge ნოუთბუქების ძალიან დიდ არჩევანს გთავაზობთ, აქ ნახავთ სხვადასხვა დიზაინის, ფერის, შესაძლებლობების, ფასისა და მწარმოებლების ლეპტოპებს. თითოეულ მათგანს მისთვის დამახასიათებელი ხიბლი აქვს, რაც სხვა დანარჩენებისგან გამოარჩევს. Apple, ASUS, Hp, Lenovo, Dell, Acer-ის ნოუთბუქების საუკეთესო ვარიანტებს ექსტრაზე ხელმისაწვდომ ფასად შეიძენთ. საშუალო მონაცემების მქონე ლეპტოპს, რომელსაც ყოველდღიური საქმიანობისთვის გამოიყენებთ (არ იგულისხმება გრაფიკული დიზაინერისთვის საჭირო პროგრამებში მუშაობა, ან გეიმინგი) 2000 – 3000 ლარში შეიძენთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უფრო დაბალ ფასად ვერ ნახავთ ექსტრაზე ლეპტოპს. ფასი მისი მონაცემების მიხედვით იცვლება. რაც უფრო ახალი და ძლიერია ნოუთბუქი, რა თქმა უნდა ფასიც უფრო მაღალი აქვს. ექსტრას საშუალებით შეგიძლიათ ონლაინ განვადებითაც ისარგებლოთ და უარი არ თქვათ თქვენთვის სასურველ ლეპტოპზე მხოლოდ იმიტომ რომ იმ მომენტისთვის, საჭირო თანხა ხელთ არ გაქვთ. განვადების დამტკიცების შემდეგ კი ექსტრას კურიერები სახლში მოგიტანენ სასურველ ნივთს. ექსტრაზე შენაძენს ისე გააკეთებთ რომ ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი არ მოგიწევთ ზედმეტად, მთავარია, ეწვიოთ საიტს extra.ge, შეარჩიოთ პროდუქტი და....ნივთი თქვენია - ეს ერთი და სხვა მრავალი. როგორ უნდა შევარჩიოთ ნოუთბუქი? ნოუთბუქის შეძენისას უპირველესად უნდა განისაზღვროს რისთვის სჭირდება ის ადამიანს, სასწავლებლად, სამუშაოდ, თუ გადასაადგილებლად. მაგალითად, თუ მოგზაურობის მოყვარული ხართ ან ხშირად გიწევთ ამ ნივთის თან ტარება, მაშინ უმჯობესია არჩევანი მინი ლეპტოპზე შეაჩეროთ, რომელიც მსუბუქია, გადაადგილებისას დისკომფორტს არ შეგიქმნით და თან საქმის გაკეთებაშიც დაგეხმარებათ. მინი ნოუთბუქი იგივე თვისებებითა და ფუნქციებითაა აღჭურვილი, რითაც სტანდარტული ზომის, უბრალოდ დანიშნულებიდან გამომდინარე, უფრო კომპაქტურია და სწორედ იმ ადამიანებზეა გათვლილი, ვისაც ეს ნივთი არა ოფისში ან სახლში დასადებად სჭირდება, არამედ თანამგზავრად. ინფორმაცია ეკრანის ზომის, პროცესორის, ოპერატიული მეხსიერების, მყარი დისკისა და ვიდეოდაფის შესახებ ექსტრაზე წარმოდგენილი ნებისმიერი ლეპტოპების მოკლე აღწერაშია მითითებული, სწორედ ამ ძირითად მონაცემებზე დაყრდნობით შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი მოდელი, ან მიმართოთ ონლაინ კონსულტანტს, რომელიც თქვენს ნებისმიერ კითხვაზე ოპერატიულად გაგცემთ პასუხს და დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ნოუთბუქი. ექსტრაზე ყველაფერია რაც გაგიხარდება, ასე რომ შეარჩიეთ სასურველი ლეპტოპი და გააკეთეთ გონივრული შენაძენი.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)