|
2023-06-14 09:13:07, 730 ნახვა
მსოფლიო
ლუქსემბურგის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად ცნობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას European Pravda ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უკრაინაში ჰოლოდომორის გენოციდად აღიარების შესახებ მიღებული რეზოლუციის ტექსტი ლუქსემბურგის პარლამენტის ვებგვერდზე ჯერ არ არის წარმოდგენილი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ლუქსემბურგელი დეპუტატების ისტორიულ გადაწყვეტილებას მიესალმა. „მე მივესალმები ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის ისტორიულ გადაწყვეტილებას სტალინის 1932-1933 წლების ჰოლოდომორის უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდად აღიარების თაობაზე. ეს ნაბიჯი პატივს მიაგებს მილიონობით მსხვერპლს და აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას. ჰოლოდომორის გენოციდის საერთაშორისო აღიარება კიდევ უფრო იზრდება", - წერს კულება. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1-ელ დეკემბერს, გერმანიის ბუნდესტაგმა ჰოლოდომორი უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა. 2022 წლის 15 დეკემბერს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ევროპარლამენტარები გმობენ, რომ ჰოლდომორიდან 90 წლის შემდეგ რუსეთი კვლავ სჩადის საზარელ დანაშაულებს უკრაინაში. ევროპარლამენტის შემდეგ, 2022 წლის 23 მარტს, ისლანდიამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. 2023 წლის 29 მარტს, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ (ეროვნულმა ასამბლეამ) ჰოლოდომორი უკრაინის ხალხის გენოციდად აღიარა. გარდა ამისა, 18 მაისს, საფრანგეთის სენატმა, პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის შემდეგ, დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად ცნობს. 23 მაისს, სლოვენიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. 25 მაისს ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. რა იყო ჰოლოდომორი? მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა 2006 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა. შიმშილობა გამოწვეული იყო პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს. სხვა მოსაზრებით, ჰოლოდომორი საბჭოთა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული რადიკალური ეკონომიკური ცვლილებებით გამოწვეული ტრადიციული შინამეურნეობების მოშლის შედეგი იყო. მსხვერპლნი იყვნენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ რუსები, ყაზახები, ვოლგის გერმანელები და სხვები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)