10:00 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 22:41:30, 607 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვები, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის განახლებულ სისტემებსა და სენსორებს (CGM) მიიღებენ

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვები, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის განახლებულ სისტემებსა და სენსორებს (CGM) მიიღებენ.  Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა, მონაცემების ასახვისათვის, კალიბრაციას არ ითხოვს. გარდა ამისა, CGM სისტემის გამოსაყენებლად, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვებისთვის მობილურ ტელეფონებს, სამინისტრო  თავად შეისყიდის.

CGM სისტემა არის შაქრიანი დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. სისტემა, ყოველ 5 წუთში ერთხელ, ზომავს გლუკოზის დონეს და მონაცემებს, უწყვეტ რეჟიმში, ასახავს პაციენტის მობილურ აპლიკაციაში. რეალურ დროში კონტროლის შედეგად, სისტემა აფიქსირებს გლუკოზის მაღალ და დაბალ მაჩვენებლებს, გამოსცემს განგაშის სიგნალს, რაც სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა.

პროგრამის დანერგვის პირველივე ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტრო CGM სისტემების ყველა მწარმოებელს, მათ შორის, პაციენტთა მშობლების თხოვნის გათვალისწინებით, კომპანია „ებოტს“ და „დექსკომსაც“ დაუკავშირდა. სამინისტრო, სხვადასხვა CGM სისტემების შესყიდვას და მშობლებისთვის არჩევანის მიცემის საშუალებას განიხილავდა. თუმცა როგორც გასულ, ასევე მიმდინარე წელს კომპანიებმა, შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი, იმ მიზნით განაცხადეს, რომ არ აქვთ ქვეყანაში წარმომადგენლობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რაც მათივე  განმარტებით, პროდუქტის დანერგვისთვის აუცილებელია.

ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს კომპანია “მედტრონიკან” თანამშრომლობას და ბენეფიციარებს უახლესი თაობის სენსორებს, უსასყიდლოდ მიაწვდის. აღსანიშნავია, რომ "მედტრონიკის" მიერ წარმოებული გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები ფართოდ გამოიყენება აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ხელსაწყოს მიღებული აქვს ავტორიზაცია ამერიკული FDA-სგან და ასევე, დაშვება არაერთი მკაცრი მარეგულირებლისგან განვითარებულ ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ 1 ივნისიდან დიაბეტის  მართვის სახელმწიფო პროგრამაში,  შაქრიანი დიაბეტით დაავადებული  ბავშვების მომსახურების კომპონენტის ფარგლებში,  მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა :

გაიზარდა სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა - ტესტის ჩხირები, გლუკომეტრები და ლანცეტის ნემსები, საქართველოს მასშტაბით 60 აფთიაქში იქნება ხელმისაწვდომი.

1-ელი ივნისიდან, ბენეფიციარებისთვის საანალიზო-ტექნიკურ საშუალებები და მედიკამენტები ერთდროულად გაიცემა, პროგრამაში ჩართულ აფთიაქებში. გეგმურ ამბულატორიულ მომსახურება კი, 11 სხვადასხვა დაწესებულებაშია შესაძლებელი;

ცვლილებების შედეგად, ინსულინი, ტესტის ჩხირები და სისხლის ასაღები ნემსები  3 - თვიანი მარაგის ოდენობით გაიცემა;

დაკორექტირდა გაცემის თარიღიც - ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მარაგები, მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე, 10 დღით ადრე მიიღონ;

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა პაციენტთა მშობლების მორგი შეხვედრა სამინისტროს წარმომადგენლებთან, სადაც მშობლებმა აღნიშნეს, რომ მინისტრის დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულება უწყების მხრიდან შეფერხების გარეშე სრულდება.

დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და  ბენეფიციარებისთვის უფასოა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics