14:57 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 21:55:23, 1322 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ უკრაინას ახალ 325 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას ახალ, 325 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა.

ახალ პაკეტში შედის:

  • დამატებითი საბრძოლო მასალა NASAMS-ის მობილური საზენიტო სარაკეტო სისტემებისთვის;
  • საზენიტო სისტემები Stinger;
  • დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის;
  • საბრძოლო მასალა 155 მმ და 105 მმ;
  • 15 ბრედლის საბრძოლო მანქანა;
  • 10 სტრაიკერის ჯავშანტრანსპორტიორი;
  • Javelin ტანკსაწინააღმდეგო სისტემები;
  • TOW ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები;
  • ტანკსაწინააღმდეგო სისტემები AT-4;
  • 22 მილიონზე მეტი მცირე ზომის იარაღი და ყუმბარის ვაზნა;
  • ასაფეთქებელი საბრძოლო მასალა დაბრკოლებების დასაძლევად;
  • ტაქტიკური უსაფრთხო კომუნიკაციების უზრუნველყოფის საშუალებები;
  • სათადარიგო ნაწილები და სხვა საველე აღჭურვილობა.

რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ უკრაინას ამერიკული დახმარების მთლიანმა მოცულობამ დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი შეადგინა, აღნიშნავს Reuters.

"რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთს შეუძლია, ნებისმიერ დროს დაასრულოს ის, შეაჩეროს სასტიკი თავდასხმები უკრაინის ქალაქებსა და ხალხზე, ვიდრე რუსეთი ამას არ გააკეთებს, აშშ და ჩვენი მოკავშირე პარტნიორები უკრაინასთან ერთად იქნებიან იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება", - აღნიშნულია სახ.დეპის განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics