15:00 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 20:00:38, 1263 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - ომის პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდება

მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყო , უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო პროცესი შუა ეტაპამდე მივიდა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი ზერნიკოვმა Foreign Affairs-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

რეზნიკოვმა გაიხსენა პარტნიორების დამოკიდებულება, რომლებსაც ომის დაწყებისას არ სჯეროდათ უკრაინის გამარჯვების, იქამდე, სანამ უკრაინამ გამძლეობა და ბრძოლისუნარიანობა არ დაამტკიცა, რის შემდეგაც მათი დამოკიდებულება შეიცვალა და დახმარების პაკეტები გამოჰყვეს. 

რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ომის “პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდება”.

''თავდაპირველად დასავლეთის დახმარება მკვეთრად შემცირდა. ჩვენ ვკითხეთ დასავლელ მეგობრებს, შეიძლება გვქონდეს სტინგერები? გვიპასუხეს - არა, გათხარეთ სანგრები და მოკალით რაც შეიძლება მეტი რუსი, სანამ ეს არ დასრულდება. ხალხი ფიქრობდა, რომ ჩვენი გამარჯვება შეუძლებელი იყო, მაგრამ როდესაც უკრაინულმა ძალებმა გაძლეს და განაგრძეს ბრძოლა, შეერთებულმა შტატებმა, ევროპის ქვეყნებმა და უკრაინის სხვა მეგობრებმა საბოლოოდ მოგვაწოდეს უფრო დახვეწილი იარაღის ფართო სპექტრი. გამოგვიგზავნეს Stingers, HIMARS და Patriots, რომლებმაც ჩამოაგდეს, რუსეთის ვითომდა შეუჩერებელი ჰიპერბგერით Kinzhal რაკეტები. ახლა, უკრაინას ჰყავს „ბრედლი, სტრაიკერები, აბრამსი, ლეოპარდები და სხვა“, - განაცხადა რეზნიკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics