|
2023-06-13 19:33:41, 698 ნახვა
პოლიტიკა
არახამია - კანადა რუსული აქტივების კონფისკაციაში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, კარგი იქნებოდა, საქართველოსაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა
კანადა ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა რუსული აქტივების კონფისკაციის მიმართულებით... კარგი იქნებოდა, მსგავსი სოლიდარობა საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა, - ამის შესახებ უკრაინის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. არახამიას თქმით, საქართველოში უამრავი რუსული აქტივია და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის მოლოდინი არ აქვს. "კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს ვიზიტი შედგა კიევში. პრემიერმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც მოიცავს, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსურ დახმარებას. კანადამ უკრაინას პირველად გადასცა თვითმფრინავი. კანადა არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა რუსული აქტივების კონფისკაციის მიმართულებით. მთელს მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც დროთა განმავლობაში გამოყენებული იქნება უკრაინის აღდგენისთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი დემოკრატიული ფასეულობების კუთხით და ვისაუბრეთ იმაზე რომ მთელი მსოფლიო გაერთიანებულია რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოშიც უამრავი რუსული აქტივია და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა. თუმცა, ვიცით რომ ამ ეტაპზე ამის მოლიდინი არ უნდა გვქონდეს. კარგად გვესმის, რომ თუ მჭიდრო ურთიერთოებს დავამყარებთ კანდასთან, რომელშიც ფართოდ არის განვითარებული წარმოება, ეს საქართველოსთვისაც კარგი მაგალითი იქნებოდა ისეთი საზოგადოების ფორმირებისთვის, რომელშიც ადამიანებს აქვთ კეთილდღეობა, საუკეთესო განათლება და სამედიცნო მომსახურება. იმედი მაქვს დასკვნებს გამოვიტანთ, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის", - წერს არახამია.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)