04:56 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 18:31:15, 729 ნახვა

პოლიტიკა
ოდიშარია - გაუგებარი ტატყანი და წკავკწავი იყო თეა წულუკიანის მიმართ, ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მინისტრია

აქ იყო გაუგებარი ტატყანი და წკავწკავი კულტურის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის მიმართ, მე მათ პასუხს არ გავცემ, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე ისაუბრეს.

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, თეა წულუკიანი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მინისტრია, რომელიც მხარს უჭერს ყველა ახალ ინიციატივას და შემოქმედებით ჯგუფს.

"აქ იყო გაუგებარი ტატყანი და წკავკწავი კულტურის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის მიმართ. მე მათ პასუხს არ გავცემ. სამაგიეროდ, საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს არის ერთ ერთი ყველაზე ეფექტური მინისტრი ,რომელიც ღარიბაშვილის კაბინეტის პოლიტიკის ფარგლებში, ძალიან სწრაფად, როგორც სხვა არცერთი წინამორბედი, ასრულებს და მხარს უჭერს ყველა ახალ ინიციატივას", - განაცხადა ოდიშარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics