18:11 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 17:10:40, 662 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა უკრაინასთან აზოვისა ზღვისა და ქერჩის სრუტის გამოყენების შესახებ შეთანხმების გაუქმებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან აზოვისა ზღვისა და ქერჩის სრუტის გამოყენების შესახებ შეთანხმების გაუქმებას ხელი მოაწერა. შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული და კანონი ძალაში გამოქვეყნების დღიდან შედის. 

დოკუმენტის თანახმად, კიევსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილმა შეთანხმებამ აქტუალობა დაკარგა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია მოახდინა.

"ვინაიდან ამ აკვატორიებთან მიმართებაში უკრაინამ დაკარგა მოსაზღვრე (სანაპირო) სახელმწიფოს სტატუსი, დღის წესრიგში დადგა აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი.

რუსეთის შემადგენლობაში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების მიღების შემდეგ, აზოვის ზღვის და ქერჩის სრუტის სანაპირო ეკუთვნის მხოლოდ რუსეთს",- აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ შეთანხმებას, რომელიც აზოვის ზღვისა და ქერჩის სრუტის სტატუსს განსაზღვრავდა 2003 წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის მეორე პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას შორის გაფორმდა, ადგენდა, რომ აზოვის ზღვა და ქერჩის სრუტე რუსეთისა და უკრაინის შიდა წყლებია.

შეთანხმება ასევე განსაზღვრავდა აზოვის ზღვაში სახელმწიფო საზღვარს და აღნიშნულ აკვატორიაში გემების მიმოსვლას, თუმცა აღნიშნული შეთანხმება უკრაინამ 2023 წლის თებერვალში გააუქმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics