04:56 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 13:54:24, 943 ნახვა

პოლიტიკა
მათიკაშვილი - კობახიძე მრავალი თაობის აღმზრდელი და პედაგოგია - მისი შრომები სანიმუშო მაგალითად დარჩება

ირაკლი კობახიძე მრავალი თაობის აღმზრდელი და პედაგოგია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი შრომები და განსაკუთრებით, მისი საუკეთესო ნაშრომი  - საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია მრავალი თაობისთვის დარჩება სამართლებრივი აზროვნების, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის სანიმუშო მაგალითად. ხოლო, რაც შეეხება სააკაშვილის ამორალურ იდეოლოგიას "ფრანკლინის კლუბის" ან ნებისმიერი სხვა მჭექარე სახელწოდებით, ის შარშანდელი თოვლივით გაქრება, რადგან  ჩვენმა საზოგადოებამ ის უკვე დიდი ხანია მოისროლა ისტორიის სანაგვეზე და მისი რეინკარნაციის ნებისმიერი  მცდელობა მარცხისთვისაა განწირული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ისტორია არაერთ  ფაქტს ინახავს, როდესაც საკუთარი მიზნების მისაღწევად, ახალგაზრდა ადამიანებით მანიპულირება ხდება. 

„სამწუხაროდ, ამ მდარე იდეოლოგიით  თავგზააბნეული ახალგაზრდა ბრმა იარაღად იქნა გამოყენებული სააკაშვილის მორალის, უფრო სწორედ კი ამორალურობის მეხოტბეების მიერ რაც პირდაპირი მნიშვნელობით ფსკერს ქვემოთ დაშვებაა და საკუთარი უღირსი შინაგანი ბუნების თვითლუსტრაციაა არა იმ ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც ჩვენი შვილების თანატოლია და ვისაც წინ მთელი ცხოვრება ელოდება, არამედ იმ ძალებისთვის, რომლებსაც 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოართვა სახელისუფლებო მანდატი და ახლა ახალგაზრდებისთვის ტვინის გამორეცხვით  ცდილობს  საკუთარი ბნელი დღის წესრიგის რეალიზებას", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics