02:53 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-12 19:38:48, 1111 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტა“ „მსოფლიო საფოსტო კავშირისა“ და „მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის“ გლობალურ კონფერენციაზე

მიმდინარე წლის 6-8 ივნისს, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში,  მსოფლიო საფოსტო კავშირისა (Universal Postal Union) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (World Customs Organization) გლობალური კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს.

ღონისძიებაზე „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე წარსდგა პრეზენტაციით: „სინერგია და ეფექტურობა საფოსტო ოპერატორისა და საბაჟო ადმინისტრაციის თანამშრომლობისას“. კონფერენციის თემა გახლდათ „ქვეყანაში შემავალი ელექტრონული კომერციის გამოწვევები და შესაძლებლობები საფოსტო და საბაჟო დარგების თანამშრომლობისას“.

„მსოფლიოს ვუზიარებთ „საქართველოს ფოსტისა“ და საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ურთიერთთანამშრომლობის  წარმატებულ მოდელს. თანამშრომლობა გულისხმობს „მსოფლიო საფოსტო კავშირსა“ და „მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციას“ შორის 2022 წლის მაისს გაფორმებულ შეთანხმებაში, გათვალისწინებული რეგულაციების საფუძველზე, შემდგარი თანამშრომლობის შედეგებს, რაც გამოიხატება, საფოსტო ოპერატორის მიერ, პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, საბაჟო ადმინისტრაციისათვის, წინასწარ გაცვლილ გზავნილთან დაკავშირებით სრულყოფილი მონაცემების უზრუნველყოფას.“ - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.

ღონისძიების ფარგლებში, გამართულ სესიებსა და შეხვედრებზე, საფოსტო და საბაჟო სექტორის წარმომადგენლებმა საფოსტო და საბაჟო საქმიანობის უახლესი ტენდენციები, გამოწვევები და განვითარების ხედვები განიხილეს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics