|
2023-06-12 11:19:07, 981 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - ნებისმიერი მინიშნება ადამიანის ორიენტაციაზე ჩემთვის მიუღებელია
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი "ორიენტაციის არევასთან" დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება. როგორც ომბუდსმენმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ადამიანის ორიენტაციაზე მინიშნება მიუღებელია. "მე, ზოგადად, ყოველთვის ვაფიქსირებ და ახლაც დავაფიქსირებ, რომ ნებისმიერი მინიშნება ადამიანის ორიენტაციაზე ჩემთვის არის მიუღებელი, ვინაიდან ეს არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ეს არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით",- ამბობს იოსელიანი. შეგახსენებთ, 10 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე სტუდენტმა რუსული რუბლები კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა. მომხდარს გამოეხმაურა კობახიძე და თქვა, რომ "მათი ორიენტაცია არეულია, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ".
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)