12:03 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-10 16:19:19, 875 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე თსუ-ში მომხდარ ინციდენტზე - მივიდნენ ადამიანები, რომლებმაც ეტყობა, ხოშტარიას გამოართვეს რუბლები და ამით სცადეს პროვოკაციის მოწყობა

თავიდან მივიდნენ ჟურნალისტები, ამის შემდეგ მივიდნენ ადამიანები, რომლებმაც ეტყობა ხოშტარიას გამოართვეს რუბლები და ამით სცადეს პროვოკაციის მოწყობა, რაც არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ საკადრისი პასუხი გაეცათ თავად სტუდენტების მხრიდან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ირაკლი კობახიძის ლექციის დასრულების შემდეგ, თსუ-ში მომხდარი ინციდენტის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, პროვოკაციის ორგანიზატორი ტელეკომპანია „ ფორმულა“ იყო, ვინაიდან აღნიშნული ტელევიზიის გადამღები ჯგუფი, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე იმაზე ადრე მივიდა, ვიდრე პროვოკაციის მომწყობი პირები.

მდინარაძის თქმით, ინციდენტში მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ და მათ ირაკლი კობახიძის სტუდენტებისგან საკადრისი პასუხი მიიღეს.

„რეალურად, ისინი, ვინც პროვოკაციას აწყობდნენ, იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, შეიძლება თსუ-ის სტუდენტი იყო, მაგრამ იქ არაფერი ესაქმებოდა. ვინც იყო ირაკლის სტუდენტი, უსმენდა ლექციას და ვისაც ეკუთვნოდა, რომ იმ ლექციაზე მსხდარიყვნენ, იმათ გასცეს საკადრისი პასუხი, როგორც ვნახე, გადაამისამართეს შესაბამის ადგილზე ის რუბლებიც“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics