12:03 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-10 15:32:08, 998 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - იმედი მაქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ ქართული პოლიტიკიდან განეიტრალდება

იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, „ნაცმოძრაობა“ ქართული პოლიტიკიდან განეიტრალდება, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა სწორად განვითარდეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია არა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის განეიტრალება, არამედ ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ჩანაცვლება ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით.

"იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, „ნაცმოძრაობა“ ქართული პოლიტიკიდან განეიტრალდება, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა სწორად განვითარდეს. თუმცა, „ნაცმოძრაობაში“ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა ვიგულისხმოთ. ვიცით, რომ არავითარი განსხვავება არ არის „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, გახარიას, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩს“ და ა.შ. პოლიტიკურ პარტიებს შორის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის განეიტრალება, არამედ ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ჩანაცვლება ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით.

ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ იკვეთებიან ასეთი პოლიტიკური ძალები, რომლებმაც შეიძლება სერიოზული როლი შეასრულონ შემდეგ არჩევნებზე, თუმცა, წელიწად ნახევარი წინ არის და იმედია, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები გამოჩნდებიან",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics