07:10 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 17:32:59, 714 ნახვა

პოლიტიკა
დარახველიძე ლავროვის ოჯახის წევრების შემოსვლაზე - პირის პერსონალური მონაცემები რომ გავხადოთ საჯარო, საკანონმდებლო საფუძველი უნდა გვქონდეს

ნებისმიერი პირის პერსონალური მონაცემები რომ გავხადოთ საჯარო, ამის საკანონმდებლო საფუძველი უნდა ჰქონდეს სახელმწიფო უწყებას,- ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომ შსს მას სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ აწვდის.

როგორც დარახველიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, დეკანოიძემ ინფორმაციის გაცემისთვის ლეგიტიმური მიზანი უნდა წარადგინოს.

"ნებისმიერი პირის პერსონალური მონაცემები რომ გავხადოთ საჯარო, ამის საკანონმდებლო საფუძველი უნდა ჰქონდეს სახელმწიფო უწყებას. ჩვენ ვკითხეთ ხატია დეკნოიძეს, თუ რა ლეგიტიმური მიზანი არსებობდა იმის, რომ ჩვენ გავასაჯაროოთ და საჯარო გავხადოთ კონკრეტული პირის პერსონალური მონაცემები. ველოდებით პასუხს. როცა იქნება საკანონმდებლო საფუძველი და გვაქვს შესაბამისი რეგულაციები, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. ამიტომ, რა სამართლებრივი მოცემულობაც გვქონდა იმ კონკრეტული წერილიდან გამომდინარე, შესაბამისი პასუხი გაეცა ქალბატონ ხატიას. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად, როცა გვექნება საკანონმდებლო საფუძველი, გავასაჯაროებთ",- ამბობს დარახველიძე.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სადეპუტატო შეკითხვის ფარგლებში მოსთხოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics