2023-06-09 17:23:36, 554 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პერიმეტრული ღობის განათების სამუშაოები დასრულდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პერიმეტრული ღობის განათების მოწყობის სამუშაოები დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათი ცნობით, აეროპორტის გარე პერიმეტრის განათება ღამის საათებში საავიაციო უშიშროების სამსახურის მიერ პატრულირების შელშეწყობის მიზნით განხორციელდა.
მათივე ცნობით, სამუშოები შპს ქსელმშენმა შეასრულა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 812,673.03 ლარი შეადგინა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),