17:22 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 15:12:27, 755 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება

სამგორის გამგეობა რაიონის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მასშტაბურ ღონისძიებას აწყობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიების კონცეფცია, ადგილობრივი ახალგაზრდების  ჩართულობით შემუშავდა, ხოლო მის განხორციელებაში რაიონის ტერიტორიაზე  მოქმედი კერძო და არაკომერციული  ორგანიზაციები არიან ჩართულნი.

„საიუბილეო ღონისძიება საბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავს. გამოიფინება  სამგორის  განვითარების ამსახველი ისტორიული  ფოტო-მასალა.  მოეწყობა პროფესიული და  სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგამოფენო სივრცეები, აგრეთვე გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.  

ფესტივალი  მუსიკალური პროგრამით დაიხურება, რომლის ფარგლებშიც, მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ჯგუფები -  „რეგიონი“ და „რეზო და  ბავშვები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღონისძიების პროგრამა:

ღონისძიების დასაწყისი:   18:00 სთ

  • ინსტალაცია - სტენდი  „სამგორი 50“;
  • საბავშვო-გასართობი აქტივობები
  • საბავშვო კონცერტი
  • სპორტული აქტივობები
  • სამეწარმეო ბაზრობა   და კვების ზონები
  • ფოტოგამოფენა -  სამგორის  განვითარების ისტორიული  ექსკურსი
  • პროფესიული და  სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგამოფენო სივრცე

კონცერტის დასაწყისი 21:00 საათი

  •  ჯგუფი „რეგიონი“
  • „რეზო და ბავშვები“

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics