12:14 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 13:32:19, 785 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - დღემდე არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ მიენიჭა საქართველოს გასულ წელს კანდიდატის სტატუსი, სინამდვილეში ეს პასუხი არ არსებობს

ჩვენ დღემდე არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ მიენიჭა საქართველოს გასულ წელს კანდიდატის სტატუსი, სინამდვილეში ეს პასუხი არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დამსახურებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მინიჭებოდა.

„ჩვენ დღემდე არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ მიენიჭა საქართველოს გასულ წელს კანდიდატის სტატუსი, სინამდვილეში ეს პასუხი არ არსებობს. პირიქით, გვაქვს პასუხი ევროკომისიიდან, რომ ობიექტური კრიტერიუმებით, დამსახურების პრინციპით, რომელსაც ხშირად აჟღერებს ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუცია, ანუ, თუ დამსახურებაზე დაყრდნობით იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ საქართველოს უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. როდესაც დედაქალაქებში და ევროპულ ინსტიტუციებში ვკითხულობთ, რამ განაპირობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარი, პასუხი სხვადასხვაა. ეს პასუხები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. ეს აჩვენებს, რომ ამ თემაზე ობიექტური პასუხი არ არსებობს. იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და რთულია თქვა, რას დაეფუძნა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics