|
2023-06-09 12:27:22, 673 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - აქამდე პარტნიორები დახურულ კარს მიღმა აჟღერებდნენ მწვავე გზავნილებს, ახლა ღიად, რადგან ხელისუფლება ხალხს მომავალს ართმევს
აქამდე ჩვენი პარტნიორები დახურულ კარს მიღმა აჟღერებდნენ მწვავე გზავნილებს და შეფასებებს, ახლა მოუწიათ, ღიად გააკეთონ ეს, რადგან ხედავენ, რომ რუსული ხელისუფლება პროდასავლელ ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტარების გუშინდელ გზავნილებთან დაკავშირებით განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, დასავლეთიდან მუდმივი ზეწოლა იქნება ხელისუფლებაზე, რათა "ბოლომდე არ გადაუხვიონ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს". "ეს არის მათი მთავარი წუხილი. რეალურად, ამგვარი მწვავე კრიტიკით ცდილობენ დაიცვან ქართველი ხალხის არჩევანი და ევროპული პერსპექტივა, სწორედ ეს არის არსი ამ კრიტიკის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებიდან ამას შესაბამისი ნაბიჯები არ მოჰყვება, რადგან მას ღიად არჩეული აქვს რუსული გზა. მოლოდინი არის, რომ დასავლეთიდან მუდმივი ზეწოლა იქნება ღიად პრორუსულ ხელისუფლებაზე, რათა მათ ბოლომდე არ გადაუხვიონ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. დასავლელი პარტნიორების ამოცანაა, რომ საქართველომ არ დაკარგოს შესაძლებლობის ისტორიული ფანჯარა და შეუნარჩუნდეს ევროპული პერსპექტივა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)