13:31 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 10:38:25, 1009 ნახვა

საზოგადოება
ZEG - ამბის თხრობის ფესტივალი გრძელდება

9 ივნისს, 11:00 საათზე, ZEG Tbilisi Storytelling Festival-ის მეორე საფესტივალო დღე გაიხსნება თემით „თავისუფლება, რომელიც ყველას გვჭირდება“, რომელშიც მონაწილეობას იღებს ნობელის პრემიის ლაურეატი მარია რესა. დღის განმავლობაში ფესტივალის სხვადასხვა სივრცეში გაიმართება დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა: “დაგვავიწყა თუ არა, უკრაინის ომმა სხვა კონფლიქტები“, „ხელოვნური ინტელექტი: რა გველის”, „მიგრანტების ისტორიები უკრაინიდან და ცენტრალური აზიიდან“, „განათლების მომავალი“, „ახალი ფორმების ძიება მონაცემთა ჟურნალისტიკაში“, „თაობის ცვლილება საქართველოში: დისკუსია GEN-Z-სთან“, „როგორ გადმოვცეთ ისტორიები სპორტის გმირების შესახებ“, „ნარატივის როლი არქიტექტურაში“. მეორე საფესტივალო დღეს დახურავს ჰოლივუდის კინოოპერატორი ფედონ პაპამიქაელი თემით „შემოქმედებითი კოლაბორაცია კინოინდუსტრიაში“.

ამასთან ერთად, ZEG-ის ფარგლებში, 19:30 საათზე, მარჯანიშვილის თეატრშიEuropean Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, სადაც 2023 წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრები გამოვლინდება. European Press Prize-ი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მედიაინდუსტრიაში და სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს 150-მდე წამყვანი ჟურნალისტი ეწვია, როგორც ევროპიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ZEG ფესტივალის 6 პარალელურ სცენაზე გაიმართება პანელური დისკუსიები, სესიები, ფილმების ჩვენებები, ვორქშოფები, ქალაქის ტურები და არაფორმალური ღონისძიებები. ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ამბის თხრობის/გადმოცემის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიიღონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის.

ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის 60-მდე წამყვან პროფესიონალს, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები - ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც 3 დღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება. სრული პროგრამა აქ: https://www.zegfest.com/event-programs/zeg-2023

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ:

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub TbilisiCoda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: ფესტივალის მხარდამჭერები: რადიო თავისუფლება, „თიბისი კონცეპტი“, ამერიკის საელჩო საქართველოში, Visa, European Press Prize, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, Open Society Foundation, IREX, Setanta Sports, Creative Europe, M2, გერმანიის საელჩო საქართველოში, აპრილი, ონორე, აჭარა ჯგუფი, მარჯანიშვილის თეატრი, IPI, Blue Fox, Monkey Shoulder, Enkeny Films, NEMO, Voxeurop, ჟუჟუნა ღვინო, Old Boys Tbilisi, Windfor’s, LOOMBA, At.ge, Retain. 

მისამართი: კონსტიტუციის 6/52 (შემოსასვლელი ნინოშვილის მხრიდან)





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics