07:35 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 23:14:18, 975 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - კანდიდატი სტატუსს საქართველო არათუ წელს, არამედ შარშანაც იმსახურებდა

საქართველო შარშანაც იმსახურებდა სტატუსს, იმედი გვაქვს, ყველა გააცნობიერებს საკუთარ შეცდომას და მომავალში გადაწყვეტილებების მიღებას სხვა პასუხისმგებლობით მიუდგებიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ბევრი არაობიექტური და განცხადება მოისმინა.

„დღევანდელმა სხდომამ გვაჩვენა, რატომ არ არის ჩვენი განწყობები ბოლომდე ოპტიმისტური. სხდომაზე ვნახეთ ევროპარლამენტის თუ ბიუროკრატიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ცალმხრივი, დეზინფორმაციის შემცველი, დამახინჯებული ფაქტებით, კონტექსტიდან ამოგდებული ციტატების წარმოდგენით და ა.შ. მიდგომები, რომელსაც დიდი ხანია, ვაკვირდებით. ჩვენ ეს არაობიექტურობა გვაფიქრებინებს, რა მოტივაციაა ამის უკან. საქართველოს სტატუსი როცა არ მიენიჭა, შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის უკან ასეთი განსჯებია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ობიექტურად არათუ ახლა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, არამედ შარშან, ივნისშიც იმსახურებდა, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულებების გამო, როგორიც არის ზედაპირული, სათაურის იქით რომ არ მიდის ფიქრი, განსჯა, ხდება გარკვეული გადაწყვეტილების მიღება. იმედი გვაქვს, ვისაც ასეთი დამოკიდებულება აქვს, ყველა გაიაზრებს და გააცნობიერებს, მათ შორის საკუთარ შეცდომებს. ვგულისხმობ სამ რეზოლუციას, ჩაწერილ დეზინფორმაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ და აქედან გამომდინარე, მომავალში სხვა პასუხისმგებლობით მიუდგებიან გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics