|
2023-06-08 18:22:12, 831 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე სანქციების შესაძლო არიდებაზე - ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის მძიმე დარტყმაა
საქართველო, როგორც პრობლემური ქვეყანა საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების კუთხით, არის ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, საკითხზე არგუმენტაცია ფინანსთა სამინისტრომ და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს. "საქართველო, როგორც პრობლემური ქვეყანა საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების კუთხით, არის ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის. ამიტომ კონკრეტული წარმოდგენილი განმარტება, არგუმენტაცია, რა თქმა უნდა, უნდა წარმოადგინოს ფინანსთა სამინისტრომ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, რაც დღეს, სამწუხაროდ, კომიტეტის სხდომაზე მე ვერ მოვისმინე", - განაცხადა დეკანოიძემ. ცნობისთვის, Politico-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც აშშ-მა გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, რომელთა შორისაც ერთ-ერთი საქართველოა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)