|
2023-06-08 12:11:35, 1385 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის და თელავის ღვინის მარნის 25 წლიანი პარტნიორობა
ღვინის წარმოება ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია. თელავის ღვინის მარნის ისტორია, მცირე ზომის მარნითა და ვენახით, 1915 წლიდან იწყება, რომელიც ძირითადად ქვევრის ღვინოს აწარმოებდა. 1997 წლიდან კი, ინოვაციური მიდგომებითა და სწორი საქმიანი პარტნიორების შერჩევით, ბაზარზე გაჩნდა თელავის ღვინის მარანი. მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად, აუცილებელია წარმოების მთლიან ციკლზე სრული კონტროლი. სწორედ ამიტომ, მარნის მიერ გაშენდა ვენახები და დღესდღეობით, 300 წლიანი ისტორიის მქონე კონდოლის, კუდიგორასა და ყველაზე ახალ, ინოვაციური მეთოდით 2020 წელს გაშენებულ დიდყურეს ვენახებს ფლობს. თელავის ღვინის მარნის პროდუქცია 34 ქვეყანაშია წარმოდგენილი და წელიწადში 5 მილიონამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს. მარნის ღვინოებს, მსოფლიოს პრესტიჟულ გამოფენებზე, 800-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული, რაც ქართული ღვინის დადებითი იმიჯის გამტკიცებას ემსახურება მსოფლიო ბაზარზე. „კომპანიის უწყვეტი წარმატების უზრუნველსაყოფად, ბაზისბანკთან, როგორც სანდო და საიმედო ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრობლობა, ჯერ კიდევ 1999 წლიდან დავიწყეთ. სწორედ ბაზისბანკის სანდოობამ, ინდივიდუალურმა მიდგომამ და მომსახურების უმაღლესმა ხარისხმა განაპირობა ეს მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობა“, - აცხადებს თელავის ღვინის მარნის დამფუძნებელი, ზურაბ რამაზაშვილი. „ქართული ღვინო ჩვენი სავიზიტო ბარათია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ბაზისბანკსა და თელავის ღვინის მარანს შორის პარტნიორობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მეღვინეობის განვითარებაში, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული და ტურისტული თვალსაზრისით. ბაზისბანკის და თელავის ღვინის მარნის პარტნიორობის ვიდეო ისტორია.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)