|
2023-06-08 09:41:06, 791 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - აინტერესებთ მხოლოდ ერთი რამ - მავნებლობა, რომლის ბოლო ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს
მათ აინტერესებთ მხოლოდ ერთი რამ - მავნებლობა, რომლის ბოლო ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციისთვის მთავარია, "როგორ დავალებებს შეასრულებენ და ამ დავალებებს როგორ გაანაწილებენ ერთმანეთში". „შეიძლება ჩვენთვის სერიოზული დისკომფორტი იყოს ოპოზიცია. ბევრჯერ გვითქვამს და გვინატრია ოპოზიცია, რომელიც რეალურ პრობლემებზე (ისაუბრებდა) რაც არის ქვეყანაში. ხომ არ არსებობს დღეს ისეთი ქვეყანა, სადაც პრობლემები არ არის. რაც არ უნდა განვითარებული ქვეყანა იყოს, ყველგან პრობლემაა. ჩვენ გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ, ეკონომიკა ლამის გაორმაგდა. შეიძლება იმდენი დეტალი იყოს, სადღაც მენეჯმენტში, არასწორად აკეთებდეს ხელისუფლება ან მისი რომელიმე რგოლი, ამაზე არავინ გელაპარაკება საერთოდ; რომელი კანონი როგორ შეიძლება დაიწეროს - არა ეს აბსოლუტურად არავის აინტერესებს. ამათ აინტერესებთ მხოლოდ ერთი რამ, მავნებლობა, რომლის ბოლო უნდა იყოს ხელისუფლების შეცვლა, თვითონ როგორ მოერგებიან, როგორ დავალებებს შეასრულებენ და ამ დავალებებს როგორ გაანაწილებენ ერთმანეთში“,- აღნიშნა მდინარაძემ. მისი თქმით, დღეს არ არსებობს ისეთი ოპოზიცია, რომელსაც პოლიტიკური ძალა და ავტორიტეტი გააჩნია. „ვინმე რომ იყოს ისეთი, რომელსაც თან პოლიტიკური ძალა აქვს, ავტორიტეტი აქვს და შემოვიდეს პოლიტიკურ ველზე, მაშინ მივხვდებით რომელ ღია კარზე ვსაუბრობთ და კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება ეს ყველაფერი. საქმე იმაშია, რომ დღეს ასეთი ოპოზიცია არ გვყავს. სამწუხაროდ, ეს პატარ-პატარა [პარტიები] შედარებით კონსტრუქციულს რომ ვეძახით, იმათ ასეთი პოლიტიკური ძალა არ აქვთ, პოლიტიკური რეიტინგი ამდენად არ აქვთ და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ იმდენად ბულინგდებიან, მათ ნარატივში სხდებიან. რაც მოხდა მაგალითად, იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე. ისევ „ნაცმოძრაობის“ შიგნით გაბედა რამდენიმე ადამიანმა ევროპული რეკომენდაციისთვის მხარი დაეჭირა და რა უქნეს ნახეთ. პატარა პარტიები, ერთის გარდა არ აღმოჩნდა არც ერთი რომ ეთქვა: ხალხო ხომ არ გაგიჟდით, რას ჰქვია ხმას არ მიცემ. სულ რომ არ მომწონდეს ერთ-ერთი შესასრულებელი პუნქტია, ავდგები და მწვანე ღილაკს დავაჭერ ხელს და მხარს დავუჭერ ამას, რომ ვიღაც მაინც ავირჩიოთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)