|
2023-06-07 15:24:58, 1006 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტების განხორციელება დაიწყო
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტების განხორციელება დაიწყო. კასპის მერიის ცნობით, თელიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სასირეთის სარწყავი არხების მოწყობის სამუშაოები მუნიციპალატეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, შოთა ბეგლარაშვილმა ადგილზე მოინახულეს. მერიის ინფორმაციით, არსებული არხი გაუვალი იყო და მიმდებარედ მცხოვრებ ოჯახებს პრობლემას უქმნიდა. ტერიტორია გასუფთავდა ხეებისა და ბუჩქებისგან, იწმინდება არხი რის შემდეგაც მოეწყობა საფუძველი, მონოლითური რკინაბეტობის არხი გამშვები ფარისა და მოსახლეობის სანაკადულოების გათვალისწინებით. არხების რეაბილიტაციას შპს „დანი ქონსთრაქმშენი“ ახორციელებს. 2023 წელს კასპის მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 950 000 ლარი გამოეყო. თანხა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელზე განაწილდა. „განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის გადაწყვეტილების საფუძველზე შეირჩა და მიმდინარე წელში დასრულდება“, - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)