12:26 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-07 14:54:10, 818 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - ხვალ, ბრიუსელში ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს, რა გააკეთა 12-პუნქტიანი ვალდებულების შესასრულებლად

ხვალ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, საქართველოს ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა არის. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს, რა გააკეთა და რას აკეთებს 12-პუნქტიანი ვალდებულების შესასრულებლად,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

წითლიძეს თქმით, როგორი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას, კანდიდატის სტატუსის მიღებას ქართველი ხალხი და ქვეყანა იმსახურებს.

"ხვალ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, საქართველოს ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა არის.საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს რა გააკეთა და რას აკეთებს 12-პუნქტიანი ვალდებულების შესასრულებლად.

ჩემი სათქმელი, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის არის იგივე, რაც არაერთხელ გაგვიჟღერებია. როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს ჩემს ქვეყანას, ჩემი ხალხი და ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

პოლიტიკური პატიმრები უნდა იყვნენ თავისუფალი. პერსონული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ოლიგარქს და "ქართული ოცნების" ლიდერებს. თავისუფალი საარჩევნო გარემო არის ის, რაშიც გვჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების დახმარება. საქართველოს მოქალაქეები დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს რუსული ხელისუფლებისგან. ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს",- წერს წითლიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics