15:02 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-07 14:09:53, 598 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი თურქეთის ელჩს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე  ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მიულოცა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და მეგობარ თურქეთს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თბილისსა და ანკარას შორის,  ასევე სტამბოლთან  სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენ ქალაქებს შორის, გამოცდილების გაზიარება. ახლო მომავალში ვგეგმავთ  თურქეთში ვიზიტს, რათა ადგილზე გავეცნოთ სხვადასხვა სფეროში დანერგილ სიახლეებს. სიამოვნებით  გავიზიარებთ მაგალითად, ნარჩენების გადამუშავების პრაქტიკასაც. ამ მხრივ ჩვენ ახალ ნაბიჯებს ვდგამთ და ძალიან საინტერესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ალი ქაან ორბაიმ აღნიშნა, რომ თურქეთისთვის საქართველოს განვითარებასა და სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„თბილისი ულამაზესი ქალაქია. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც ვყოფილვარ. მესმის, რომ ძალიან რთულია ასეთი ისტორიული ქალაქის ხელმძღვანელობა.  ჩვენ მზად ვართ თბილისთან ყველანაირი თანამშრომლობისთვის, რადგან საქართველოს განვითარება და მისი სტაბილურობა მნიშვნელოვანია თურქეთისთვის“, - განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics