15:03 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-07 12:01:13, 605 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ვარკეთილში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ სამ ჰექტრამდე პარკი რეაბილიტირდა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ სამ ჰექტრამდე პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

თბილისის მერის თქმით, რეაბილიტირებული პარკი საზეიმოდ პარასკევს, 9 ივნისს, 20:00 საათზე გაიხსნება. 

„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ სამ ჰექტრამდე პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პარკის ტერიტორიაზე განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა საპარკე ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და დასასვენებელი პავილიონები. ტერიტორიაზე განხორციელდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. ყველაფერი, რაც კი აუცილებელია პარკისთვის, გათვალისწინებულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისივე განცხადებით,  ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა სახეობის 5 524 მწვანე ნარგავი და მოეწყო სარწყავი სისტემა. 

„პარასკევს გვექნება შესაძლებლობა, აღნიშნული პარკი გავხსნათ, რასაც ასე ელოდება ადგილობრივი მოსახლეობა. გვექნება ასევე, „გუფი ლენდის“ კონცერტი. ამინდის მხრივ თუ პრობლემა იქნება, კონცერტს გადავდებთ და სხვა დღეს ჩავატარებთ, თუმცა პროგნოზით კარგი ამინდი ჩანს. საღამოს 8 საათზე იქნება აღნიშნული კონცერტი და პარკის გახსნის ღონისძიება. ასე რომ, გეპატიჟებით ყველას და ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics