|
2023-06-07 10:28:00, 785 ნახვა
საზოგადოება
ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა სამთო მომზადების ერთობლივი კურსი გაიარეს
ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ დაასრულეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სწავლება თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა და საჩხერისა და ჭიათურის სასწავლო უბნებზე სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. „კურსის დახურვის ცერემონია საჩხერეში, სამთო მომზადების სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. მონაწილეებს რთული და მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ მიულოცეს. მათ სამხედროებს წარმატებები უსურვეს და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. კურსის ძირითადი ნაწილი სამხედრო მოსამსახურეების სამთო-ტექნიკურ მომზადებას დაეთმო. სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, მათ კლდეზე ცოცვის, სამთო აღჭურვილობის მოხმარების, ფიქსირებულ თოკზე ასვლისა და დაშვების, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის, მდინარის გადალახვის, მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით გადაადგილების, დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის, კოლექტიური გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზებისთვის საჭირო ხერხები და ტექნიკა შეისწავლეს. ღონისძიების დასასრულს მსმენელებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)