12:33 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 19:26:13, 926 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - როდესაც რაიმე პოზიტიური ხდება ამ დროს ადამიანების უშველებელი ჯგუფი ირაზმება, რათა ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინონ

ტრაგედიაა, როდესაც ნებისმიერი მიმართულებით რაიმე პოზიტიური ხდება და ამ დროს ადამიანების უშველებელი ჯგუფი ირაზმება, რათა ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინოს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი პრემიერ-მინისტრის, ირაკლის ღარიბაშვილის გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან ვიზიტს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს ოპოზიციას ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს, აქედან გამომდინარე ფაქტებს "ბინძური პიარით უნდა უპასუხონ, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს ოლაფ შოლცმა გამოუცხადოს გარკვეული პრეტენზიები და საჩხუბრად დაიბაროს".

„როდესაც ქვეყანაში საერთაშორისო, თუნდაც სპორტული ღონისძიება ტარდება, ევროპის ჩემპიონატი მაქვს მხედველობაში, რაიმე შენდება ან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გახსნილია ევროპული ფორმატების კარები, მაღალი დონის სტუმრები გვყავს, ვიზიტი იგეგმება გერმანიაში თუ სხვა რომელიმე ქვეყანაში, ეს არის უშველებელი ტრაგედიის წინაპირობა და ამ ტრაგედიას, რასაკვირველია, ბინძური პიარით უნდა უპასუხონ, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს ოლაფ შოლცმა გამოუცხადოს გარკვეული პრეტენზიები და საჩხუბრად დაიბაროს. ეს არის ქვეყნის ტრაგედია, როდესაც ნებისმიერი მიმართულებით რაიმე პოზიტიური ხდება და ამ დროს ადამიანების უშველებელი ჯგუფი ირაზმება, რათა ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინონ. ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ახასიათებს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას. ამის შემქმნელები არიან კონკრეტული ადამიანები, რევოლუციური კომიტეტი, რომელიც ცდილობს, დესტაბილიზაციას გაუხსნას გზა. რასაკვირველია, შოლცთან პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნდა დაახასიათონ სწორედ ასე, სხვანაირად არ ძალუძთ, სხვა რაიმე ინტელექტუალური რესურსი პოლიტიკური პარტიისა არ გააჩნიათ“, - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics