|
2023-06-06 17:35:27, 849 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა თითოეულ დევნილ ოჯახს შევუქმნათ უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობები
ჩვენ, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა თითოეულ დევნილ ოჯახს შევუქმნათ უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობები. მათი უფლებების დაცვა, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზრაშვილმა ქუთაისში, 480 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. აზარაშვილის განცხადებით, დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით და არსებული გამოწვევების საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს 5 ქალაქში, მიმდინარეობს მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, დევნილი ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება. „აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალ ბინებს გადავცემთ, ხოლო 6000 ოჯახი „სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში, დაკმაყოფილდება. ჯამში, 13 000 ოჯახი საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნული პროექტისთვის, საერთო ჯამში, 900 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, რაც მართლაც უპრეცედენტოდ მასშტაბურია", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)