05:38 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 15:50:02, 459 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი: მაქვს განცდა, რომ წლის ბოლომდე შსს-სა და პროკურატურის რეფორმა დასრულდება

მაქვს განცდა, რომ წლის ბოლომდე შსს-სა და პროკურატურის რეფორმა დასრულდება, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "რადისონში" განუცხადა, სადაც პროკურატურისა და შსს-ს  რეფორმის საკითხზე საზოგადოებრივი ფორუმი გაიმართა.

სესიაშვილის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულიკარგი მოდელები, საქართველოს  გამოწვვევებს  უნდა მიუსადაგონ.სესიაშვილმა მკონკრეტული მოდელის დასახელებისგან, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს, თავი შეიკავა.

"ჯერ კიდევ წინაასარჩევნოდ "ქართულმა ოცნებამ" დადო პირობა, რომ ამ უწყებების რეფორმირებას მოახდენდა იმდენად, რომ ყველა ერთად ვხედავდით იმ მანკიერ სისტემას, რაც წლების განმავლობაში იყო. ამიტომ,  პრემიერმა დავალება გასცა, რომ დავიწყოთ მუშაობა როგორც შსს-ს,  ისე პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით. საერთაშორისო საზოგადოება,  არასამთავრობო სექტორი ამ მიმართულებით გვერდში გვიდგას. დღევანდელი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს სამოქალაქო საზოგადოებასთან. არა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე,  სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია. გვინდა შევქმნათ სისტემა, რომელიც მოემსახურება საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის ინტერსებს. მიუხედავდ იმისა, რომ მე გარკვეულწილად  მოდელებზე ვფიქრობ, მეტიც,  მიმაჩნია, რომ ჩვენ ახალი ველოსიპედი არ უნდა გამოვიგონოთ,  არსებობს საერთაშორისო  პრაქტიკებში კარგი მოდელები, უბრალოდ,  ეს უნდა მივუსადაგოთ ჩვენს გამოწვევებს,  მიზნებს და დავეყრდნოთ რომელიმე კარგ მოდელს,  გამოცდილებას.როგორც ვიცი,  შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების საბჭომ რამოდენიმე მოდელი უკვე გაანალიზა. ეს ერთი, მეორე-სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აპოლიტიკური ინსტიტუტების  რეფირმირებას ვაპირებთ, ეს საკითხი პოლიტიზირებულია და მეტიც, მომავალში ლბათ პოლარიზებულიც გახდება, რაც ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს, როცა ჩვენ ვიხილავთ ასეთ საკითხებს. ამიტომ, მე ჩემი მოდელის კონკრეტიზაციისგან, რომელსაც ვემხრობი,  თავს შევიკავებ, რომ ეს არ იყოს ერთგვარად აღქმული, რომ ეს არის ის მოდელი, რომელსაც ხელისუფლება ემხრობა, პირიქით.ჩენ ვართ იმ პოზიციაში, როდესაც გვინდა სამოქალაქო საზოგადოებას მოვუსმინოთ. უწყება რომ უნდა გაიყოს, ამაზე შეჯერებული ვართ",-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე თუ რეფორმები არ დასრულდა, ჩარჩო პროექტი მაინც მომზადებული იქნება.

ამასთან, კითხვაზე- რეფორმები  გამოიწვევს თუ არა საკადრო ცვლილებას, სესიაშვილმა განაცხადა, რომ სისტემური რეფორმა საკადრო ცვლილებებში არ უნდა აურიონ. თუმცა, მისივე განმარტებით,  ძლიერმა და ჯასაღმა სისტემამ პროფესიონალი კადრების მოზიდვა უნდა უზრუნველყოს.

"თქვენ ხვდებით, რომ  როგორც შსს-ს, ისე პროკურატურის რეფორმა მარტივი საქმე არ არის და არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით ამ რეფორმების განხორციელება, თუმცა მაქვს ისეთი განცდა,  რომ წლის ბოლომდე ორივე რეფორმა დასრულდება. ყოველშემთხვევაში, წლის ბოლომდე მინიმუმ ჩარჩო პროექტები მზად იქნება. სისტემურ რეფორმას საკადრო პოლიტიკასთან ნუ ავურევთ. არ იქნება სწორი, თუმცა ძლიერმა და ჯანსაღმა სისტემამ პროფესიონალი კადრების მოზიდვა უნდა უზრუნველყოს",-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics