|
2023-06-06 14:49:12, 1141 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი ინწკირვეთში სოფლის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო
შუახევში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, სოფლების ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაო პროცესს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მოადგილესთან გურამ ზოიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, საკრებულოს წევრთან ფატი ჭაღალიძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად სოფელ ინწკირვეთში გაეცნო.
"პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფანჩატურს, წისქვილს, მემორიალს. დამონტაჟდება გარე განათება, მოეწყობა ბეტონის საფარი, სველი წერტილები, წყლის კუთხე და მემორიალი. სამუშაოებს შპს „გიკუ 2010“ ახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 43 333 ლარს შეადგენს. დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
მიმდინარე წელს, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობაზე 130 000 ლარამდე დაიხარჯება. განახლებული ინფრასტრუქტურით ასევე ისარგებლებენ წაბლანის, ჯაბნიძეების, დარჩიძეების, ახალდაბის, ნიგაზეულის, წელათისა და უჩამბის მოსახლეობა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)