|
2023-06-05 14:51:58, 856 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთის“ მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი „მზიურმცოდნე" დაიწყო
"ლიბერთის" მხარდაჭერით, მზიურის სოციალური კაფე, ერთი თვის განმავლობაში, ბავშვების საგანმამათლებლო პროექტს უმასპინძლებს. ,,მზიურმცოდნე" ბავშვებისთვის სხვადასხვა მიმართულებით შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს. მზიურის პარკის ტერიტორიაზე, კაფე მზიურის სივრცეში, პატარები შესაბამის ცოდნას მიიღებენ ბუნების, ეკოლოგიის, ცხოველებზე ზრუნვისა და ინკლუზიური განათლების შესახებ. "ლიბერთი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. კაფე მზიურის შესახებ მზიურის კაფე სოციალური საწარმოა, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს მზიურის პარკის ტერიტორიაზე და მისი მიზანია ინკლუზიური გარემოს შექმნა და ჯანსაღი კვების პოპულარიზება; ეკომეგობრული მიდგომების დანერგვა; აგრეთვე გარემოსდაცვითი აქტივობების ორგანიზება და ინიციატივების მხარდაჭერა; დამწყები ხელოვანების აქტივობების დაგეგმვა, ტექნიკური უზრუნველოყოფა და საკომუნიკაციო მხარდაჭერა; ასევე სამოქალაქო აქტივისტებისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ხელშეწყობა საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)