|
2023-06-05 13:14:18, 782 ნახვა
საზოგადოება
კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოწესრიგებისა და დასუფთავების აქცია მიმდინარეობს
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოწესრიგებისა და დასუფთავების მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, კუს ტბის გარშემო არსებულ გამწვანებულ ფერდობებზე მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირებისა და ბალახის გათიბვის სამუშაოებს „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები კი აღნიშნულ ტერიტორიას ორი დღის განმავლობაში დაასუფთავებენ. სამუშაოების მიმდინარეობას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე ვახტანგ ტალახაძე გაეცნენ. „5 ივნისი გარემოს დაცვის მიმართულებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი დღეა. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ მასშტაბური სამუშაოებისთვის ეს დღე, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ გარემოს და ნუ დავანაგვიანებთ რეკრეაციულ სივრცეებს. ღონისძიებაში, საერთო ჯამში, ჩართულია 130 თანამშრომელი და 11 ერთეული სპეცმანქანა“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, გაეროს ინიციატივით, 1972 წლიდან აღინიშნება.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)