|
2023-06-05 12:18:48, 762 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - საქართველოს მთავრობის, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა მიმართულია ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ
გაეროს გენერალური ასამბლეა უკვე 5 ათელ წელზე მეტია გვახსენებს, ახსენებს მსოფლიოს თითოეულ მოქალაქეს, რომ გარემოს დაცვასა და შენარჩუნებაში თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს; ამ პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, შესაძლებელია მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ბუნების, ბუნებრივი რესურსების დაცვა და შენარჩუნება, რაც უზრუნველყოფს ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. შამუგიას თქმით, საქართველოს მთავრობის, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა, სამოქმედო გეგმა, პროექტი, პროგრამა და აქტივობა მიმართულია ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ. „საქართველოს მთავრობის, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა, სამოქმედო გეგმა, ყველა პროექტი, პროგრამა და აქტივობა მიმართულია ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესს, რომელთა შორის უდიდესი ნაწილი სწორედ გარემოს დაცვას ეთმობა. ჩვენ ვმუშაობთ როგორც საკანონმდებლო დაახლოების, ასევე ინსტიტუციური გაძლიერების და ცნობიერების ამაღლების მიმართულებებით; ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვნერგავთ მდგრადი განვითრების პრინციპებს და ვემზადებით ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი და ღირსეული წევრობისთვის“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)