18:34 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 11:30:52, 661 ნახვა

საზოგადოება
5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. 

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, აქციაში მონაწილეობა, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროს კახა ცერცვაძესთან ერთად, მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს.

ღონისძიება მიზნად ისახავდა გარემოს შენარჩუნების, გაუმჯობესებისა და დაბინძურებისგან დაცვის აქტივობებში საზოგადოების ფართო ჩართვის მნიშვნელობის ხაზგასმას.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1973 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით  იმართება. 2023 წელს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილი პლასტმასით დაბინძურების საკითხია - #BeatPlasticPollutio (#არაპლასტმასითდაბინძურებას).

„წლევანდელი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს მილიონობით ადამიანი ერთიანდება პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ერთიანი ძალებით შევამციროთ დაბინძურება. მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა,  გაიაზროს პრობლემის სიმძიმე და საერთო ძალისხმევით ვიზრუნოთ ნარჩენების  შემცირებაზე“,  - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას, არ დატოვონ ნარჩენები ბუნებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics