2023-06-05 10:01:59, 773 ნახვა
სამართალი
ბათუმში, „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე ობიექტის მფლობელი დააკავეს
ბათუმში, რესტორან "რეტროში" თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე ობიექტის მფლობელი დააკავეს.
აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, გუშინ, 4 ივნისს რესტორან “რეტროს” ყოფილმა მენეჯერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც რესტორნის მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე თანამშრომელზე ფიზიკურად ძალადობს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,