08:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 09:28:13, 800 ნახვა

სამართალი
2 ივნისს დაკავებული 3 პირი თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს

2 ივნისის აქციაზე დაკავებული აქტივისტები საბა ბრაჭველი, ნიკა რომანაძე და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე, იურისტი ედუარდ მარიკაშვილი თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რაფიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

როგორც ედუარდ მარიკაშვილმა, იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, "ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომელბსაც 4 კედლით და 12 კვადრატით ვერ შეაშინებ".

"ამაზე თავისუფალი აქამდე არასდროს ვყოფილვარ - დაკავებული თეთრი ფურცლის ხელში ჭერის გამო იმ ადამიანების ციხეში, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას, რომლებიც ფიქრობენ, რომ ციხით შეაშინებენ ადამიანებს, რომლებიც ღირებულებებისთვის იბრძვიან. მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომელბსაც 4 კედლით და 12 კვადრატით ვერ შეაშინებ",- განაცხადა მარიკაშვილმა.

გუშინ, 4 ივნისს იზოლატორიდან გათავისუფლდნენ ასევე აქტივისტები ლევან ნიშნიანიძე და ლაშა ჯანჯღავა. აქტივისტები დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს.

ცნობისთვის, 2 ივნისს, პარლამენტთან აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო 10-მდე მოქალაქე დააკავა. 

3 ივნისს, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულ უფლებადამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს დაკავების 24-საათიანი ვადა 48 საათამდე გაუგრძელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics