06:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 16:32:14, 681 ნახვა

რეგიონი
მაჭახელას ხეობაში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

მაჭახელას ეთნოსოფლის პროექტის ფარგლებში ხეობას ვიზიტორთა ცენტრი შეემატა. თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელშიც ვიზიტორებს მაჭახელას ხეობაში მოგზაურობასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიღება, სადემონტრაციო კუთხეში გამოფენილი ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქციის გაცნობა შეუძლია, დღეს საზეიმოდ გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, მაჭახელას ვიზიტორთა ცენტში მოწყობილია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სატრენინგო და საკონფერენციო სივრცეებიც. ვიზიტორთა ცენტრში წარმოდგენილ ტურისტულ სერვისებსა და პროდუქტებს დღეს მთავრობის წარმომადგენლები, ხეობის განვითარებაში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, გიდები და ადგილობრივი მოსახლეობას გაეცნო.

"მაჭახელას ხეობა, რომელიც ბათუმიდან 39 კმ-ში მდებარეობს, ტურისტულ აქტიური და მიმზიდველი მიმართულებაა. ხეობას  ყოველწლიურად ემატება, როგორც საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების, ისე ვიზიტორების რაოდენობა. გასულ წელს, მაჭახელას ხეობას 50, 000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 2021 წელთან შედარებით 60%-იან ზრდას ითვალისწინებს.

მაჭახელას ეთნოსოფლის პროექტის ღირებულება 30 მილიონი ლარს შეადგენს. გარდა ვიზიტორთა ცენტრისა, პროექტი მაჭახელას ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას, ისტორიული და ეთნოგრაფიული ძეგლების რეაბილიტაციას და სხვა ტურისტულ-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. მათ შორისაა ყალივაკეს და გვარას ციხის რეაბილიტაცია, ასევე ე.წ „მაჭახელას თოფის გზის“ ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის მიზანი ხეობაში არსებული ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძეგლების შენარჩუნება-პოპულარიზაცია, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და გარემოს დაცვა-გაჯანსაღებაა. მნიშვნელოვანია, რომ მაჭახელას ხეობას გასულ წელს, გაეროს განვითარების ფონდისა მხარდაჭერითა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიენიჭა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics