|
2023-06-02 14:56:34, 911 ნახვა
ეკონომიკა
ბორჯომში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
ბაზისბანკი აგრძელებს სერვისცენტრების ქსელის გაფართოებას. ბორჯომში, რუსთაველის ქუჩა 113ა-ში, კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი სერვისცენტრი სრულ საბანკო მომსახურებას უწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. სერვისცენტრში, კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი. ბანკის პრემიუმ კლიენტები, პრემიუმ ბანკინგის სპეციალურ ზონაში, ინდივიდუალურ საბანკო მომსახურებას მიიღებენ. ბაზისბანკის ახალ სერვისცენტრში, კლიენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სწრაფი და კომპლექსური საბანკო მომსახურებით: - საუკეთესო პირობებით სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე - ანაბრების მაღალი საპროცენტო სარგებლით - საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით - ვალუტის საუკეთესო კურსებით - კომუნალური და სხვა სახის გადახდებით ბაზისბანკის სერვისცენტრის საზეიმო გახსნას, ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური პირები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ბორჯომის სერვისცენტრი, მომხმარებელს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10.00-18.00 საათამდე, შაბათს 10.00-14.30 საათამდე ემსახურება, კვირა დასვენების დღეა. „ბაზისბანკი, საქართველოს მასშტაბით, უკვე 40 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი და კვლავ აგრძელებს ქსელის გაფართოებას. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევუქმნათ საუკეთესო საბანკო გამოცდილება და მაქსიმალურად გავუმარტივოთ ბანკთან ურთიერთობა. შესაბამისად, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ზოგავს მათ დროს და კომფორტულს ხდის ფინანსური მომსახურების მიღებას. ბაზისბანკი მყარად იკავებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი ერთ-ერთი ლიდერი ბანკის პოზიციას ქვეყანაში“, - აღნიშნა ბაზისბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა, ლევან გარდაფხაძემ.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)