|
2023-06-02 13:06:36, 705 ნახვა
რეგიონი
ბათუმი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება
მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. შეხვედრაზე საერთაშორისო ღონისძიების საორგანიზაციო და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, ბათუმი, როგორც არაერთი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელი ქალაქი, 5-12 ივნისს 38 ქვეყნიდან უმასპინძლებს 457 მონაწილეს სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. მსოფლიო ჩემპიონატი 8-დან 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის გაიმართება. „აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აჭარის მთავრობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბათუმის მერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)