12:44 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 19:48:45, 1032 ნახვა

პოლიტიკა
რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ქალაქებსა და სოფლებზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი

დღის განმავლობაში რუსებმა ხერსონის ოლქის ქალაქებსა და სოფლებს დაარტყეს, რის შედეგადაც 70 წლის მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, სულ მცირე სამი პირი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.

როგორც პროკუდინიმ აღნიშნა, რუსული თვითმფრინავები ბერისლავში თავს დაესხა პურის ქარხანას, რის შედეგადაც დაშავდა ორი მამაკაცი, ხოლო ქალაქზე თავდასხმის შედეგად დაშავდა ადგილობრივი მცხოვრები, რომელსაც სამედიცინო დახმარება უტარდება.

"რუსულმა თვითმფრინავებმა დაესხნენ პურის ქარხანას ბერისლავში. ქალაქში ორი დარტყმა მოხდა. ორი მამაკაცი, 57 და 20 წლის, მსუბუქად დაშავდა თავდასხმის შედეგად.

რუსულმა არმიამ ნაღმტყორცნებიდან ესროლა ქალაქს, რის შედეგადაც ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა. მის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების მანქანა მიდის" - წერს პროკუდინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics