04:35 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 11:08:49, 1196 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე ჩავიდა [ვიდეო]

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, სამიდტზე ბევრი ორმხრივი შეხვედრა გაიმართება.

"ბევრი ორმხრივი შეხვედრა. ჩვენ ვავითარებთ მებრძოლთა კოალიციას და ვთავაზობთ „პატრიოტთა“ კოალიციას. ევროკავშირი, ნატო, მშვიდობის ფორმულა. ყველაფერი ჩვენი მომავლის დასაცავად",- წერს ზელენსკი.

ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის პრეზიდენტის პირადი მონაწილეობა სამიტში ოფიციალურად ბოლო დრომდე უსაფრთხოების მიზნით არ დასტურდებოდა. 

შეგახსენებთ, რომ სამიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება. ის სამიტზე გუშინ, 31 მაისს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებშიც მიიღებს მონაწილეობას.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics