12:13 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 14:00:09, 727 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ლაიენი პირველად არ ამბობს, რომ ევროპული სწრაფვის გამო დაესხა თავს რუსეთი უკრაინას, გუშინ ღარიბაშვილმა იგივე თქვა და გამოფინეს მთელი აგენტურა

ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველად არ ამბობს, რომ ევროპული სწრაფვის გამო დაესხა თავს რუსეთი უკრაინას. მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ უკრაინელები მზად არიან მოკვდნენ ევროპისთვის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

კობახიძის თქმით, გუშინ პრემიერ-მინისტრმა იგივე თქვა და "გამოფინეს მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, დღეს კი იგივეს ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი".

„გუშინ თუ ირაკლი ღარიბაშვილმა იგივე თქვა და გამოფინეს მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, დღეს იგივეს ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი. პირველად არ ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი იმას, რომ ევროპული სწრაფვის გამო დაესხა თავს რუსეთი უკრაინას. მანამდე გახსოვთ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა ასეთი სიტყვები, რომ უკრაინელები მზად არიან მოკვდნენ ევროპისთვის. 

ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ნატო-ზეც კი აღარ არის საუბარი. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ უკრაინას რუსეთი თავს დაესხა ევროპული მისწრაფებების გამო, გუშინ იგივე თქვა ღარიბაშვილმა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics