12:54 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 13:49:55, 843 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - თუ პრეზიდენტი გააკრიტიკებს ქვეყანას, ეს იქნება ძალიან სამწუხარო - მოვისმენთ და მოვიწყენთ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებებს გააკეთებს.

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენელებს უთხრა, "სამწუახრო იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს".

"დავიტოვებ იმედს, გვაქვს სურვილი, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, მით უმეტეს პრეზიდენტისგან მოვისმინოთ ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები, მით უმეტეს მაღალი ტრიბუნიდან. დავიტოვოთ ამის იმედი და ვნახოთ, როგორი იქნება ამ შემთხვევაში განცხადებები. თუ გააკრიტიკებს ქვეყანას, თუ დააზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს, ეს იქნება ძალიან სამწუხარო",- განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვას, ევროპარლამენტში პრეზიდენტის კრიტიკის შემთხვევაში, რა ნაბიჯს გადადგამს მმართველი პოლიტიკური გუნდი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ასე უპასუხა:

"მოვისმენთ და მოვიწყენთ".

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 31 მაისს, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics