12:13 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 12:08:33, 731 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური - პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა სრული სიმართლე - ახლი რა გაიგონეთ?!

პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა სრული სიმართლე - ახლი რა გაიგონეთ?! - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც გომელაურმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ის, რაც ღარიბაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომსა და ნატო-სთან დაკავშირებით თქვა, მსოფლიო ლიდრებს, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ აღუნიშნავთ.

"ვუსმინე, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს, ილაპარაკა სრული სიმართლე, ეს ახალი არა იყო, მე მგონი, პირველად არ გაუჟღერებიათ, ბატონი ზელენსკიც იძახდა მაგას, რომ ნატო-ს გამო, ჩვენ ვიომებთ, არ დავიხევთ უკან. ვითომ პირველად თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვითომ - ისე შეფუთეს, სამწუხაროდ. ეს არაერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებს და ეს გაიმეორა ბატონმა პრემიერმა და სიმართლე თქვა. ახლი რა გაიგონეთ?! ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე ოპოზიცია და სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა გუშინ, 30 მაისს მიიღო. მთავრობის მეთაურმა დისკუსიის დროს განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics