|
2023-05-31 00:01:56, 669 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - ვინმე თუ ფიქრობდა, რომ უნდა მივიღოთ სტატუსი, დღეს ღარიბაშვილმა გადაარწმუნა
"ლელო - საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, თუ ვინმე ფიქრობდა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა მათგანი წარმატებით გადაარწმუნა. "ჩვენი ქვეყნისთვის საუბედუროდ, ამ ქვეყანას დღეს ჰყავს მთავრობა და პრემიერმინისტრი, რომელმაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი გამოიყენა იმისთვის, რომ ვინმე თუ კიდევ უშვებდა, განიხილავდა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან წარმატებით დაარწმუნა და გადაარწმუნა ყველა ასეთი ადამიანი, რომ ამ ხელისუფლების რეალური დღის წესრიგი არ არის არანაირი ინტეგრაცია არც ევროკავშირში, არც NATO-ში. ეს არის ფორუმი, სადაც მთავარი თემა არის უკრაინის გამარჯვება, სადაც საუბარი მიდის მხოლოდ იმაზე, რა შეიძლება გააკეთოს დასავლეთმა იმისთვის, რომ პუტინის რეჟიმი დამარცხდეს, ამ ფორუმზე გამოვიდა ღარიბაშვილი და ისაუბრა რუსეთის პროპაგანდისტული გზავნილებით", - განაცხადა სამადაშვილმა "ფორმულასთან". შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა დღეს, 30 მაისს მიიღო, სადაც განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი. ღარიბაშვილი სლოვაკეთში 29 მაისს გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს იმართება. პრემიერი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
პოლიციამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)